მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სპორტის სასახლის მიმდებარედ ე.წ. ბარაკების ადგილზე სკვერი მოეწყო

60a4c3710e31e
ინგა მურუსიძე
19.05.21 11:50
896
საბურთალოს რაიონში, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.წ. ბარაკების ტერიტორიაზე სკვერი მოეწყო. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ადგილობრივ მოსახლეობასთან მოლაპარაკებების შედეგად, ტერიტორიაზე 1 300 კვ. მეტრზე გამწვანებით, ხე-მცენარეებითა და საპარკე ინვენტარით აღჭურვილი დასასვენებელი სივრცე განთავსდა.

„კარგად მოგეხსენებათ, თუ როგორი გადატვირთულია სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ არ შეიძლება კონკრეტული სივრცეების ურბანულად განვითარება. აღნიშნულ ტერიტორიაზე იყო ე.წ. ბარაკები, სადაც სავარაუდოდ, საცხოვრებელი კორპუსი აშენდებოდა. გვქონდა მოლაპარაკებები ადგილობრივ მოსახლეობასთან და აღნიშნულ ტერიტორიაზე ძალიან კარგი დასასვენებელი სივრცე მოვაწყვეთ. დიდი არ არის - დაახლოებით, 1 300 კვ. მეტრზეა გაშენებული. რომ არა ჩვენი გადაწყვეტილება და მოლაპარაკებები, ალბათ, აქაც საცხოვრებელი კორპუსები ჩაიდგმებოდა და მიმდებარე ტერიტორია კიდევ უფრო გადაიტვირთებოდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილსის მერმა გაწეული სამუშაოსთვის საბურთალოს გამგეობის თანამშრომლებსა და რაიონის გამგებელ გაიოზ ვასაძეს მადლობა გადაუხადა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები