9 ივნისის მონაცემებით, საქართველოში ჯამურად 184 718 აცრა ჩატარდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, სრულად ვაქცინირებულია 54 474 ადამიანი.
9 ივნისის სრული Covid - სტატისტიკა:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 351249 , ბოლო 24 საათში - 821
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 335895 , ბოლო 24 საათში - 866
მათ შორის გარდაცვლილი - 4982 , ბოლო 24 საათში - 31
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 38478, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 23864, PCR ტესტით - 14614
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 2,13%, ბოლო 14 დღის - 2,77%, ბოლო 7 დღის - 2,73%
სულ აცრილია - 184718, დღიურად აცრილია - 5970
კარანტინის რეჟიმში - 34
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3210
კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 635.




























