19 ნოემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 2 082 020 აცრა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 097 839 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 38.6%;
სრულად ვაქცინირებულია 976 009 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 34.2%, ხოლო 18 ნოემბერს აიცრა 7 099 ადამიანი.
ყველაზე მეტი ადამიანი აიცრა თბილისში, სადაც სულ 2 441 აცრა ჩატარდა, იმერეთში - 1 183, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 785, აჭარაში - 782, კახეთში - 445, ქვემო ქართლში - 438, შიდა ქართლში - 367, გურიაში - 302, სამცხე-ჯავახეთში - 203, მცხეთა-მთიანეთში - 100, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში - 53.




























