მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სრულად მხარს ვუჭერ გერმანიის ელჩს, მან [რუსულ კანონზე] მხოლოდ ფაქტები თქვა - მაიკლ როთი

მაიკლ როთი

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი X-ის საშუალებით, საქართველოში გერმანიის ელჩის პიტერ ფიშერის ინტერვიუს გამოეხმაურა, რომელიც მასთან BMG-მ გუშინ ექსკლუზიურად ჩაწერა.

მაიკლ როთი წერს, რომ მხარს უჭერს ელჩის განცხადებებს, რაც მან "რუსულ კანონთან" დაკავშირებით გააჟღერა, რადგან იგი მიიჩნევს, რომ ელჩმა მხოლოდ ფაქტები თქვა.

"მე სრულად ვუჭერ მხარს ელჩს. მან მხოლოდ ფაქტები თქვა...", - წერს მაიკლ როთი.

მაიკლ როთის აღნიშნული გამოხმაურება, როგორც ჩანს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის დღევანდელმა განცხადებამ გამოიწვია, რომელმაც თქვა, რომ გერმანიის ელჩის განცხადებებს დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს.

ქრონოლოგიურად რომ მივყვეთ, გუშინ, BMG-მ გერმანიის ელჩთან პიტერ ფიშერთან, „ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ, პირველი ინტერვიუ ჩაწერა. ცხადია, ინტერვიუში საუბარი შეეხო "რუსულ კანონს", რომელიც პარლამენტმა 84 ხმით მიიღო. გერმანიის ელჩმა თქვა, რომ ამ კანონით EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებებს არ გახსნიან, რადგან ის არ შეესაბამება ევროპულ კანონმდებლობას. გერმანიის ელჩის ამ განცხადებაზე კომენტარი გააკეთა, პრემიერმა ირაკლი კობახიძემ და თქვა, რომ ასეთ ელჩებს გერმანია საქართველოსნაირ ქვეყანაში არ უნდა აგზავნიდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები