სს "ენერგო-პრო ჯორჯიაში“ მიმდინარეობს შეხვედრები იმ სტუდენტებთან, რომლებმაც საზაფხულო დასაქმების პროგრამაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს.
კომპანიის შესაბამისი მიმართულებების, დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა სტუდენტებს მიაწოდეს ინფორმაცია მათი საქმიანობის სპეციფიკასთან დაკავშირებით.
სტუდენტებს აქვთ საშუალება აირჩიონ მათთვის სასურველი მიმართულება და ამის შემდეგ უკვე დაიგეგმება შესარჩევი გასაუბრებები.
საზაფხულო დასაქმების პროგრამაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს სხვადასხვა უმაღლესი თუ პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებმა.