ჩვენს ეპოქაში, როდესაც მდგრად ენერგეტიკულ გადაწყვეტილებებს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, Step Energy-ს საქმიანობა მიმართულია თავისი მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურებისა და განახლებადი ენერგიის უახლესი ტექნოლოგიების მიწოდებაზე. კომპანიის გუნდი მუდმივად მუშაობს ინოვაციური სიახლეების დანერგვაზე, მაღალტექნოლოგიური პროდუქციის გამოყენებასა და საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერებაზე.
მიმდინარე წელს Step Energy საქართველოში მზის ინვერტორების მსოფლიოში ყველაზე მსხვილი მწარმოებლის Sungrow Power Supply Co., Ltd.-ს ოფიციალური დისტრიბუტორი და სერვისის მიმწოდებელი გახდა, რაც ხსნის ახალ პერსპექტივებს როგორც კომპანიისთვის, ასევე მისი მომხმარებლებისთვის.
Sungrow არის ფოტოელექტრული ინვერტორების წამყვანი საერთაშორისო მწარმოებელი, რომელსაც დაინსტალირებული აქვს 405 გიგავატზე მეტი მთელი მსოფლიოს მასშტაბით. იგი ფლობს ინვერტორების წარმოების უმსხვილეს ქარხანას, რომლის გლობალური წლიური სიმძლავრე შეადგენს 305 გიგავატს, მათ შორის 25 გიგავატს ჩინეთის საზღვრებს გარეთ.
უნივერსიტეტის პროფესორის მიერ 1997 წელს დაარსებული კომპანია ამჟამად ლიდერობს მზის ინვერტორების კვლევებსა და განვითარებაში თავისი საკუთარი კვლევითი ცენტრით. მასში დასაქმებულია ინდუსტრიის სპეციალისტების უმსხვილესი გუნდი, რომელიც შეადგენს კომპანიის პერსონალის 40%-ს.
Sungrow-ს მრავალფეროვანი პროდუქცია მოიცავს ინვერტორებს და ენერგიის დაგროვების სისტემებს მრეწველობაში, ბიზნესში და სახლებში გამოყენებისათვის, ასევე გადაწყვეტილებებს მცურავი ფოტოელექტრული სადგურებისთვის, ელექტრო ავტომობილების დამუხტვის სისტემებისა და განახლებადი წყალბადის სისტემებისათვის. ფოტოელექტრული სისტემების სფეროში წარმატებული 27-წლიანი გამოცდილებით, Sungrow-ს პროდუქცია გამოიყენება 170-ზე მეტ ქვეყანაში.
ინდუსტრიის ასეთ პრესტიჟულ ლიდერთან ძალისხმევის გაერთიანებით გვეძლევა შესაძლებლობა საქართველოს ბაზარს შევთავაზოთ საუკეთესო გადაწყვეტილებები განახლებადი ენერგიის საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის.
Sungrow-ს პროდუქციის ფართო ასორტიმენტზე წვდომით, ჩვენი მომხმარებლები მიიღებენ მზის ენერგიის სისტემების, ასევე ელექტრო ავტომობილების დამტენების გაუმჯობესებულ წარმადობას, ეფექტურობას და გამძლეობას. ჩვენი ინჟინრები შეძლებენ მოარგონ და განახორციელონ ენერგოეფექტური გადაწყვეტილებები, რომლებიც დააკმაყოფილებს თითოეული მომხმარებლის სპეციფიკურ მოთხოვნებს, იქნება ეს საცხოვრებელი, კომერციული თუ სამრეწველო გამოყენებისთვის.
ამ ახალი ეტაპის დაწყებით, კომპანიის მოლოდინები ახალი შესაძლებლობების მიმართ ასევე მიმართულია, რომ ხელი შევუწყოთ საქართველოში განახლებადი ენერგიის გამოყენების პოტენციალის გახსნას, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის ენერგომდგრადობას და ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებას.
ბიზნესის სფეროს მიღმა კი ეს პარტნიორობა არის მდგრადი განვითარებისათვის ერთობლივი ძალისხმევა. განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობით, ჩვენ არა მხოლოდ ვამცირებთ ნახშირბადის გამონაბოლქვს, არამედ ხელს ვუწყობთ პოზიტიურ გარემოსდაცვით ცვლილებებს გლობალური მასშტაბით. ჩვენ ერთად ვუხსნით გზას მომავალი თაობებისთვის უფრო ნათელ, სუფთა და მდგრად მომავალს.
Step Energy უკვე მრავალი წელია ახორციელებს მზის პანელების, ქარის ტურბინების და ელექტრო მანქანების მონტაჟს სხვადასხვა გამოყენებისთვის, ასევე ენერგოეფექტური გადაწყვეტების დანერგვას. ჩვენი გამოცდილ პროფესიონალთა გუნდი შეიმუშავებს ინდივიდუალურ მოთხოვნებზე მორგებულ ოპტიმალურ გადაწყვეტილებებს და როგორც EPC (Engineering, Procurement, Construction/პროექტირება, შესყიდვა, მშენებლობა) კომპანია განახორციელებს მონტაჟის სრულ ციკლს - დაპროექტებიდან აღსრულებამდე.