მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის 31 მუნიციპალიტეტზე გამოყოფილი თანხა ₾48.5 მლნ-მდე გაიზარდა

სტიქია

მთავრობამ 2026 წლის ბიუჯეტიდან სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის დამატებით 510 000 ლარი გამოყო. შედეგად თანხის მოცულობა 48 495 650 ლარამდე გაიზარდა, მუნიციპალიტეტების ჩამონათვალი კი 31-მდე გაიზარდა.

ირაკლი კობახიძის ხელმოწერილი 1414-ე განკარგულებიდან ირკვევა, რომ მუნიციპალიტეტების ჩამონათვალს ბორჯომი დაემატა, რომლისთვისაც 295 000 ლარი გამოიყოფა.

3 ივლისით დათარიღებული დოკუმენტით ცვლილება 29 იანვრის 222-ე განკარგულებაში შევიდა. დოკუმენტში აღნიშნული არ არის კონკრეტულად რომელი სტიქიის შედეგების ლიკვიდაციას მოხმარდება ფინანსური რესურსი. თებერვლის შემდეგ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის თანხა და მუნიციპალიტეტების რაოდენობა 6-ჯერ დაკორექტირდა.

ახალი განკარგულების მიხედვით, 48.5 მლნ ლარი 31 მუნიციპალიტეტზე გადანაწილდება და ყველაზე მეტ თანხას ამ დროისთვის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი მიიღებს. მუნიციპალიტეტების ჩამონათვალი ასეთია:

ა) ბაღდათის მუნიციპალიტეტი - ₾2.4 მლნ;

ბ) სამტრედიის მუნიციპალიტეტი - ₾125 ათასი;

გ) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი - ₾8 მლნ;

დ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ₾6.8 მლნ;

ე) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი - ₾4.8 მლნ;

ვ) ცაგერის მუნიციპალიტეტი - ₾2 მლნ;

ზ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტი - ₾2.4 მლნ;

თ) ქუთაისის მუნიციპალიტეტი - ₾1.3 მლნ;

ი) საჩხერის მუნიციპალიტეტი - ₾2.8 მლნ;

კ) ამბროლაურის მუნიციპალიტეტი - ₾1.4 მლნ;

ლ) ხაშურის მუნიციპალიტეტი - ₾270 ათასი;

მ) ჭიათურის მუნიციპალიტეტი - ₾452 ათასი;

ნ) ზესტაფონის მუნიციპალიტეტი - ₾865 ათასი;

ო) ახალციხის მუნიციპალიტეტი - ₾445 ათასი;

პ) ლენტეხის მუნიციპალიტეტი - ₾950 ათასი;

ჟ) ხარაგაულის მუნიციპალიტეტი - ₾515 ათასი;

რ) ყვარლის მუნიციპალიტეტი - ₾2.1 მლნ;

ს) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი - ₾1.4 მლნ;

ტ) მესტიის მუნიციპალიტეტი - ₾305 ათასი;

უ) მარტვილის მუნიციპალიტეტი - ₾259 ათასი;

ფ) სენაკის მუნიციპალიტეტი - ₾1.4 მლნ;

ქ) მცხეთის მუნიციპალიტეტი - ₾1.2 მლნ;

ღ) დუშეთის მუნიციპალიტეტი - ₾435 ათასი;

ყ) წალენჯიხის მუნიციპალიტეტი - ₾780 ათასი

შ) თიანეთის მუნიციპალიტეტი - ₾1.2 მლნ;

ჩ) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი - ₾364 ათასი;

ც) გურჯაანის მუნიციპალიტეტი - ₾300 ათასი;

ძ) თელავის მუნიციპალიტეტი - ₾1.1 მლნ;

წ) ბოლნისის მუნიციპალიტეტი - ₾1 მლნ;

ჭ) ადიგენის მუნიციპალიტეტი - ₾ 500 ათასი;

ხ) ბორჯომის მუნიციპალიტეტი - ₾295 ათასი.

ამასთან, 29 იანვრის განკარგულების მიხედვით, სტიქიების შედეგების ლიკვიდაციისთვის გამოყოფილი თანხებიდან, მორჩენილი ეკონომია სხვა სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებზე უნდა დახარჯონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები