მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერება "ქართული ოცნების" პოლიტიკის შედეგია - ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის მიერ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეწყვეტას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს "ქართული ოცნების" ანტიდემოკრატიული ქმედებების შედეგია.

"აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერება "ქართული ოცნების" ანტიდემოკრატიული, ანტიდასავლური, ანტიევროპული და ანტიქართული პოლიტიკის შედეგია. ისე როგორც არასდროს ცხადია, რომ კურსს, რომელსაც ისინი მიყვებიან მხოლოდ ერთი მიმართულებით რუსეთისკენ მიდის", - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ში.

30 ნოემბერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ "ქართული ოცნების" სხვადასხვა ანტიდემოკრატიულმა ქმედებებმა დაარღვია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი პრინციპები, რაც დაფუძნებული იყო საერთო ღირებულებებზე. შედეგად აშშ აჩერებს პარტნიორობას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები