მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Stripe-მა კრიპტოპლატფორმა $1.1 მილიარდად შეიძინა

Stripe

ფინტექ ინდუსტრიის გიგანტმა, Stripe-მა 1 მილიარდ 100 მილიონ დოლარად სტეიბლკოინის გამომშვები კრიპტოპლატფორმის, Bridge-ის შესყიდვის გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც ჩანს, Bridge-ის შეძენით Stripe-ს საგადახდო პლატფორმის განვითარება და კრიპტოტრანზაქციების ინტეგრაცია სურს, რისთვისაც ის Bridge-ის ინფრასტრუქტურას გამოიყენებს.

რაც შეეხება უშუალოდ Bridge-ს, ის ერთ-ერთი სტეიბლკოინის ემიტენტი და საგადახდო პლატფორმის ოპერატორია, რაც მას
კონკურენტებთან შედარებით დიდ უპირატესობას ანიჭებს. Bridge-ის გუნდიც არანაკლებ საინტერესოა, რომელიც Coinbase-ის და Square-ის ყოფილი მენეჯერებისგან არის დაკომპლექტებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები