მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სტუმარმასპინძლობა მაინც ესწავლათ ქართველი ხალხისგან - პაპუაშვილი აშშ-ზე

ირაკლი კობახიძე

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ადასტურებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის სახელით გამართულ მიღებაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიწვევა გაუქმებულია. პაპუაშვილი ამბობს, რომ როგორც იკითხა, მიწვევა ნამდვილად გაუქმებულია და ის ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას არასერიოზულად აფასებს.

„არასერიოზულია უკვე, რაზე უნდა ვისაუბროთ საერთოდ. ერთ დღეს თავისივე გაგზავნილი მოწვევა მეორე დღეს თავადვე გაიწვიეს, ასეთი ქცევა არასერიოზულია, ეს არის ამერიკის და ამერიკელი ხალხის შეურაცხყოფა, რაც ჩვენ ახლა ამ ქცევით ვიხილეთ ადმინისტრაციის მხრიდან. მეორე მხრივ, ვხედავთ, რომ რაც უფრო მკვახე და აუხსნელია ასეთი ქმედებები, ეს პირდაპირი ინდიკატორია საქართველოში ოპოზიციის მდგომარეობის.

ეს გვაჩვენებს, იმდენად სავალალოა საქართველოში ოპოზიციის მდგომარეობა, რომ ასეთ ყველანაირ სტანდარტს ქვემოთ ქმედებებსაც კი აღარ ერიდება აშშ-ის ადმინისტრაცია, რომ რაღაც სალაპარაკო მისცეს ოპოზიციას. ესეც ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევის ერთ-ერთი გამოვლინებაა. რაც შეეხება ამ საქციელს, ვერანაირად ვერ შევაფასებთ. ამდენი წელია აშშ-ის ადმინისტრაცია სტრატეგიულ პარტნიორს გვიწოდებს და სტუმარმასპინძლობა მაინც ესწავლათ ქართველი ხალხისგან. მინიმუმ ეს შეეძლოთ წაეღოთ ქართველი ხალხისგან. როგორც ჩანს, ესეც ვერ გავუზიარეთ სათანადოდ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ბაიდენის მიღებაზე კობახიძის მიწვევა გაუქმებულია - "ამერიკის ხმა"

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები