მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სუფრის ყურძენი წელს ექსპორტზე გადის - საექსპორტო ბაზარი პოლონეთია

6332b61893846
ნინი ლონგურაშვილი
28.09.22 20:00
723
“Sartichala Vineyard Management” - მა სართიჭალაში სუფრის ყურძნის ვენახები 2020 წელს გააშენა და გასულ წელს უკვე ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვა დაიწყო. 

კომპანიის პარტნიორი ლაშა ჯინჭარაძე BM.GE-სთან ამბობს, რომ საერთაშორისო ბაზრებზე აქტიურად მუშაობენ და პროდუქტი ექსპორტზე 2022 წელს პირველად გავა.

“სუფრის ყურძნის განსხვავებული ტექნოლოგიის გათვალისწინებით, მოთხოვნა როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზეც საკმაოდ მაღალია. ექსპორტის პოტენციალი დიდია, ამიტომ ვგეგმავთ პროდუქტი გავიტანოთ ბალტიისპირეთის ქვეყნებში და აქტიურად ვმუშაობთ ამ ეტაპზე პოლონეთის ბაზარზე. კონკრეტულ რიცხვს ჯერჯერობით ვერ ვასახელებთ, მაგრამ ამ სეზონზე აუცილებლად გავიტანთ ქართულ სუფრის ყურძენს.

გარდა საექსპორტო პროდუქტისა, ვცდილობთ იმპორტი ჩავანაცვლოთ ადგილობრივ ბაზარზე. გამომდინარე იქიდან, რომ ქართული ბაზარი მიუჩვეველია სუფრის ყურძნის მირთმევაზე, ბაზარი აჩვენებს, რომ მოთხოვნა იზრდება, ამიტომ მას შემდეგ, რაც სეზონი დასრულდება და ქართული ღვინის ყურძენი გამოილევა, ბაზარს უკვე ჩვენ მიერ მოყვანილ სუფრის ყურძენს შევთავაზებთ, ამისთვის სამაცივრე მეურნეობაც გავაშენეთ და ვფიქრობთ, მოთხოვნა არასეზონზეც მზარდი იქნება. “ აღნიშნა ლაშა ჯინჭარაძემ.

სტატისტიკური მონაცემებიდან ჩანს, რომ ღვინის სამშობლოში სუფრის ყურძნის იმპორტი ექსპორტს აღემატება, უფრო მეტიც ექსპორტის მაჩვენებლები მინიმალურია.

სუფრის ყურძნის წლიური იმპორტის მიხედვით, გასულ წელს ჯამში ქვეყნიდან 1 962 ტონა საქონლის შესაძენად 1.6 მლნ დოლარი გავიდა. რაც შეეხება ექსპორტს, გასულ წელს 4 ქვეყანაში სუფრის ყურძნის რეალიზებით 602 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო და ჯამში მხოლოდ 829 ტონა ყურძენი გაიტანა. უნდა აღინიშნოს, გასულ წელს ექსპორტის დიდი ნაწილი ადგილობრივი წარმოების ყურძნის რეალიზებაზე მოდიოდა და მისი მთავარი საექსპორტო ბაზარი რუსეთი (578 ათასი დოლარი, 799 ტონა) იყო. მცირე მოცულობით სუფრის ჯიშების ყურძენი ყატარსა(20 ათასი დოლარი, 10 ტონა) და ყაზახეთშიც (4 ათასი დოლარი, 20 ტონამდე) გაიყიდა. ამავე პერიოდში საქონელი რეექსპორტით სომხეთში (19 ათასი დოლარი, 7 ტონა) გავიდა.

რაც შეეხება მიმდინარე წლის 7 თვის მონაცემებს, ამ პერიოდის განმავლობაში ქვეყანამ 875.5 მლნ დოლარის, 930 ტონა სუფრის ყურძნის იმპორტი განახორციელა. ეს კი გასული წლის იანვარ-ივლისის იმპორტის ღირებულებას 42%-ით, მოცულობით კი 22%-ით.

საიმპორტო ბაზრების ჩამონათვალი ასეთია:

• სომხეთი - 642.8 ათასი დოლარი, 793 ტონა;
• ნიდერლანდები - 163 ათასი დოლარი, 56 ტონა;
• თურქეთი - 69 ათასი დოლარი, 80 ტონა.
 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები