მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სუფთა სახლს" საქმიანობის უფლება აღუდგა

5ea92ae85b62a
შოთა ტყეშელაშვილი
29.04.20 11:19
1910
საწმენდი და ჰიგიენური საშუალებების მაღაზიათა ქსელი “სუფთა სახლი” საქმიანობის გაგრძელებას შეძლებს. მთავრობამ კომპანია იმ საგამონაკლისო ნუსხაში შეიტანა, რომელშიც შედიან ბიზნესები, რომელთაც საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად არ ეკრძალებათ საქმიანობა.

მაღაზიათა ქსელი 10 აპრილს დაიხურა. კომპანია აცხადებდა, რომ მათ შემოსავლების შემოსავლების სამსახურიდან მიუვიდათ ოფიციალური შეტყობინება, რომ „სუფთა სახლს" საქმიანობის გაგრძელების უფლება არ ჰქონდა, რის შემდეგაც ყველა ქსელის ფილიალი დაიხურა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები