მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სუპერმარკეტებში ქართული პროდუქცია მოჭუჭყნულია ხოლმე" - გუგული მაღრაძის ახალი ინიციატივა

5ece55ab928d9
ვიქტორია მღებრიშვილი
27.05.20 16:15
5142
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე ახალი ინიციატივით გამოდის, რომელიც სუპერმარკეტებში ქართული პროდუქციისთვის ცალკე, თვალსაჩინო სტენდის მოწყობას გულისხმობს. ამის შესახებ მან პარლამენტში განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრის მოხსნების შემდეგ დეპუტატებმა გიორგი გახარიას კითხვები დაუსვეს. 

„ჩვენ ვიცით, რომ ქართული ადგილობრივი პროდუქციის რაღაც ნაწილი გადიოდა უცხოეთში; დღეისთვის ეს ცოტა შეფერხებულია, ამიტომ სრულიად მართებულია და ყველამ უნდა ავიტაცოთ, რომ შევიძინოთ ქართული პროდუქტი, მაგრამ სუპერმარკეტებში რაღაც მოჭუჭყნულია ხოლმე... პატარა დახლებზეა...  ეს იმიტომ, რომ არ აქვს ქართულ მრეწველობას ისეთი შესაძლებლობა, რომ გადაიხადოს დიდი თანხა, რომ კარგად გამოჩნდეს პროდუქტი და ვეძებ ხოლმე სად არის ქართული პროდუქცია.

ამდენად, ხომ არ შეიძლება მთავრობამ ხელი შეუწყოს და ყველა სუპერმარკეტში იყოს სპეციალური სტენდი, კარგად გაფორმებული სტენდი, რომელიც ქართულ პროდუქტს გაუწევს პოპულარიზაციას“, - განაცხადა გუგული მაღრაძემ.

ახლა პარლამენტში შესვენებაა, რომლის დასრულების შემდეგ პრემიერი დეპუტატების კითხვებს უპასუხებს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები