მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სურსათის სააგენტომ ცხოველების საკვებში პესტიციდების შესამოწმებლად ბაზრის კვლევა გამოაცხადა

ცხოველების საკვები

სურსათის ეროვნული სააგენტო ცხოველის საკვებში პესტიციდების ნარჩენების მაქსიმალური დონის გამოვლენის მიზნით ლაბორატორიული გამოკვლევისთვის ბაზრის კვლევა გამოაცხადა.

აღსანიშნავია, რომ კვლევას სეს-ი ყოველწლიურად, წელიწადის ამ დროს აცხადებს.

დოკუმენტის მიხედვით, შესყიდვის ობიექტია: მცენარეული და ცხოველური წარმოშობის სასურსათო დანიშნულების ცხოველის საკვების ლაბორატორიული კვლევა პესტიციდების ნარჩენებზე.

სასურსათო დანიშნულების ცხოველის საკვების 30 აღებულ ნიმუშში ჩატარდება კვლევა 3 მაჩვენებელზე 90 ანალიზი პესტიციდების ნარჩენების მაქსიმალური დონის გამოვლენის მიზნით;

კვლევა უნდა ჩატარდეს აკრედიტებულ ლაბორატორიაში, აკრედიტებული მეთოდებით;

ლაბორატორიას უნდა შეეძლოს ნიმუშების შემდეგ მაჩვენებლებზე კვლევა:

  • DDT (დიქლორ-დიფენილტრიქლოროეთანი);
  • ლინდანი (ჰექსაქლორციკლოჰექსანი, δ იზომერი);
  • ჰექსაქლორციკლოჰექსანი (β იზომერი).

მიმწოდებელმა წინადადება 2025 წლის 15 აპრილის ჩათვლით უნდა უზრუნველყოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები