მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სვანეთიდან საკარანტინე სივრცეებში 900-ზე მეტი ადამიანია გადაყვანილი - მარიამ ქვრივიშვილი

5f33a4a9c8475
ვიქტორია მღებრიშვილი
12.08.20 13:00
804
სვანეთიდან საკარანტინე სივრცეებში 900-ზე მეტი ადამიანია გადაყვანილი - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, დღეისთვის სვანეთში მასშტაბური სამუშაოებია ჩატარებული.

„საკოორდინაციო საბჭოს დავალებით, ძალიან აქტიურად ვმუშაობთ სვანეთში. გვაქვს პირდაპირი კონტაქტი დამყარებული, ფაქტობრივად ყველა დამსვენებელთან, რომელიც ამჟამად იმყოფება სვანეთში. დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა მსხვილი სამუშაოები და დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ 900-ზე მეტი ადამიანია სვანეთიდან გამოყვანილი და ეს ადამიანები დაბინავებულები არიან საკარანტინე სივრცეებში. საკარანტინე სივრცეები მოეწყო სვანეთში. ჩვენ ადგილზე შევაფასეთ ის ინფრასტრუქტურა, რომელიც არის განთავსების ობიექტებში. შევეცადეთ, რომ ეს დამსვენებლებისთვის კომფორტული პროცესი ყოფილიყო და დამსვენებლების ნაწილი, რომელებიც ისეთ სასტუმროებში ცხოვრობდნენ, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, გარდაიქმნა საკარანტინე სივრცეებად.

დამსვენებლების ნაწილი სვანეთიდან გადმოვიყვანეთ ორგანიზებულად და ისინი გადანაწილდნენ სხვადასხვა არსებულ საკარანტინე სივრცეებში.

ასევე ადგილზე მობილიზებული გვყავს ტრანსპორტი იმ ადამიანიებისთვის, რომელთაც არ ჰყავთ საკუთარი ტრანსპორტი, ხოლო ყველა ის ადამიანი, ვისაც ჰყავს საკუთარი მანქანა და სჭირდება საკარანტინე სივრცემდე ორგანიზაბულად გადაყვანა, ზედამხედველობის პრონციპით ორგანიზებულად გადაგვყვავს”, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები