მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სვანეთში ბევრი პრობლემაა.. არსებობს საფრთხე, რომ ის საერთოდ აღარ იყოს მსოფლიოს ტურისტულ რუკაზე - სასტუმრო

სვანეთი - მესტია

„არსებობს საფრთხე, რომ სვანეთი საერთოდ აღარ იყოს მსოფლიოს ტურისტულ რუკაზე“ - ამის შესახებ გადაცემა „ქალების ნარატივის“ ეთერში სასტუმრო „ფალიანის“ და ორგანიზაცია „თანამშრომლობა რეგიონის მდგრადი განვითარებისთვის“ დამფუძნებელმა განაცხადა.

მისივე თქმით, მოუგვარებელი პრობლემების ფონზე, საუბარია ელექტრო ენერგიის შეფერხებით მიწოდებასა და ინფრასტრუქტურაზე, გაურკვეველია, რამდენად დარჩება სვანეთი ზამთრის კურორტად.

„ამ ეტაპზე სვანეთში ძალიან ბევრი პრობლემაა, მათ შორის გულგრილობისა და უპასუხისმგებლობის გამო. ნამდვილად არსებობს საფრთხე იმის, რომ სვანეთი საერთოდ აღარ იყოს მსოფლიო ტურისტულ რუკაზე თუ ასე გაგრძელდა. ამის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია ყველამ ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენს თავზე.

ზამთრის სეზონის წინასწარი პროგნოზების გასაკეთებლად ჯავშნებს ვეღარ ვენდობით. შარშანაც იყო ჯავშნები, თუმცა უთოვლობამ და უშუქობამ სეზონი ჩააგდო. სამწუხაროდ მოლოდინი პესიმისტურია, დენის პრობლემა თუ არ მოგვარდა, რამდენად დარჩება სვანეთი ზამთრის კურორტად - არ ვიცით. წელსაც ამ მიმართულებით არაფერი გაკეთებულა“ - ამბობს ეკა გველესიანი.

„ფალიანის“ დამფუძნებელი „ოვერტურიზმის“ - საშიშროებაზეც საუბრობს, რაც როგორც თავად ამბობს, პრობლემების მოუგვარებლობის შემთხვევაში სვანეთში გარდაუვალი იქნება.

„სვანეთი აღარ იქნება მაღალ მხარჯველუნარიან ტურისტზე გათვლილი ადგილი და იქნება მასობრივი ტურიზმის პრობლემა. ოვერტურიზმი ძალიან ცუდია კურორტისთვის.

ჭარბი ტურიზმი იზომება, მაგალითად, იმით თუ როგორ ვითარდება კურორტი. ახლა როგორც ვითარდება მესტია, მაგალითად, ქაოტური განაშენიანების კუთხით, ეს უკვე ოვერტურიზმის მაჩვენებელია. ასევე ის, რომ მოსახლეობას არსებული რესურსის მიმართ მომხმარებლური დამოკიდებულება გაუჩნდა, ნადგურდება და იჩეხება ხე-ტყე“ - აღნიშნავს ის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები