„სვანურმა ფარდულმა“ სწრაფი კვების მიმართულება აამოქმედა. ამის შესახებ BM.GE-ს კომპანიის დამფუძნებელმა, დავით პაკელიანმა განუცხადა.
"სვანური ფარდული" ზემო სვანეთში არსებული საწარმოა, რომელიც მომხმარებელს ზეითუნის ზეთს, თაფლს, სვანურ მარილს, აჯიკებსა და საწებლების ნაირსახეობას სთავაზობს.
როგორც კომპანიის დამფუძნებელი აღნიშნავს, გასული წელი იმდენად დატვირთული იყო, რომ გარკვეული გეგმები, მათ შორის ქსელურ მარკეტებში შესვლა გადავადდა.
მისი ინფორმაციით, კომპანიამ სულ ცოტა ხნის წინ FAO-ს(გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია) მიერ გაცემული სერტიფიკატი, ბიზნესისა და სურსათის მართვის მიმართულებით, 15-მდე ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
“შარშანდელი წელი ჩვენთვის ძალიან დატვირთული აღმოჩნდა. FAO-ს პროგრამა 2022 წელს დაიწყო და მისი აქტიური განვითარების ფაზა სწორედ შარშან, 2023 წელს იყო. ძალიან ბევრი ტრენინგი გავიღეთ, რასაც პრაქტიკული ცოდნის ამაღლებაც მოჰყვა. 15-მდე ფესტივალი ჩატარდა, კერძოდ თბილისში, ქუთაისსა და მესტიაში.
ამ ღონისძიებებში ჩართულობამ, სხვა ასევე მნიშვნელოვანი პროექტებს დროებით ჩამოგვაცილა და გადავადდა. თუმცა, ამ პროექტმა საშუალება მოგვცა შეგვესწავლა არა მარტო სურსათის უვნებლობის რამე კონკრეტული პროგრამა, არამედ კომერციული კუთხით საზოგადოებასთან ურთიერთობის შესწავლის საშუალებაც მოგვცა. წლევანდელი წლის გეგმა უკვე გაწერილია. FAO-ს პროგრამა წელსაც გაგრძელდება და მიმდინარე წელს, ყველა დაგეგმილ ღონისძიებაში მივიღებთ მონაწილეობას.
ძალიან დიდ სპორტულ ღონისძიებაში, კერძოდ რაგბის ღონისძიებაში მივიღეთ მონაწილეობა, რამაც განაპირობა ის ფაქტი, რომ „სვანურ ფარდულს“ სწრაფი კვების ელემენტები დავამატეთ. ანუ წარმოებაში ისეთი კერძები დავამატეთ, რომელიც სვანურ, ავთენტურ პროდუქციაზეა დაფუძნებული. როგორიცაა სვანური კარტოფილი, კუბდარი და ა.შ. სამომავლოდ პროდუქციის გამრავალფეროვნებაც იგეგმება, თუმცა გვინდა, რომ ყველა ნაბიჯი გააზრებული იყოს და ჩვენივე ბიზნესს ხელი ჩვენვე არ შევუშალოთ ხელი,“- აცხადებს პაკელიანი.
მისივე თქმით, ქსელურ მარკეტებში შესვლა კვლავ განიხილება, თუმცა დაჩქარებული წესით არა, რადგან ყველა ნაბიჯი გააზრებული და ბიზნესის განვითარებაზე ორიენტირებული იყოს.
ცნობისთვის, კომპანია "სვანური ფარდული" პროდუქციის ძირითად ნაწილს სვანეთში აწარმოებს, თუმცა მიწის ნაკვეთები კახეთსა და სამეგრელოში აქვს, რათა ისეთი პროდუქტებიც აწარმოოს, რომლებიც სვანეთის ტერიტორიაზე არ მოიპოვება.
კომპანია მომხმარებლებს აჯიკების, სვანური მარილისა და საწებლების ნაირსახეობას სთავაზობს. ამასთან ყველა იმ პროდუქციას, რომელიც სვანური სამზარეულოს განუყოფელი ნაწილია.