მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Sweeft Digital-ის აქსელერაციის პროგრამით 100 ახალგაზრდა დასაქმდება

615496e036f7a
ანუკა ჯოხაძე
29.09.21 23:00
2261
IT კომპანია Sweeft Digital-ი USAID პროგრამის ხელშეწყობით კარიერული აქსელერაციის პროგრამას იწყებს, რომლის საშუალებითაც IT სფეროში მომუშავე 100-ზე მეტი ახალგაზრდის გადამზადება და დასაქმება ICT და SIS-ის მიმართულებით იგეგმება.

კომპანიის ინფორმაციით, Sweeft Digital Software Development-ს, პროგრამის ფარგლებში USAID-ისგან მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობა გადაეცა, რომელსაც კომპანია ექვსთვიანი სასწავლო აქსელერაციის პროგრამის განხორციელების დროს გამოიყენებს.

"USAID პროგრამის ხელშეწყობით, Sweeft Digital - Making Science Company შეძლებს ყველაზე მასშტაბური კარიერული აქსელერაციის პროგრამის განხორციელებას, რომლის ფარგლებში, დამწყებ პროფესიონალებს საშუალება ექნებათ გაიარონ ინტენსიური, თეორიული და პრაქტიკული გადამზადების კურსი წამყვანი პროფესიონალი მენტორის დახმარებით და ჩაერთონ ლოკალურ და საერთაშორისო პროექტებში. სტაჟიორები მიიღებენ მზარდ ანაზღაურებას პირველივე დღიდან". - აღნიშნა გიორგი მარიამიძემ, კომპანიის მმართველმა დირექტორმა.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ქართული კომპანია Sweeft Digital-ი ესპანურმა საერთაშორისო კომპანია Making Science-მა შეიძინა.

როგორც კომპანია Sweeft Digital-ის დამფუძნებელი ვახო თურნავა ამბობს, Making Science საფონდო ბირჟაზე დალისტული კომპანიაა, რომელიც Sweeft Digital-თან დადებული გარიგების შედეგად პირველ ეტაპზე 6 მილიონის ინვესტიციას განახორციელებს და 3 წლის განმავლობაში 1200-მდე დეველოპერს დაასაქმებს.

ქართული საერთაშორისო IT კომპანია Sweeft Digital-ი ბაზარზე 2017 წელს გამოჩნდა. კომპანია თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდთან და მათ ისეთ სერვისებს სთავაზობს როგორებიცაა აპლიკაციების დამზადება, ვებ-დეველოპმენტი, დიდი კომპანიების ავტომატიზაციის პროგრამებით და საკუთარი პროფესიონალი კადრით (პროგრამისტებით, დიზაინერებით, ანალიტიკოსებით და ა.შ.) უზრუნველყოფა.

Sweeft Digital-ის განვითარება 2017 წელს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელშეწყობით, ტექნოპარკში დაიწყო, სადაც 4 ჯუნიორ დეველოპერი იყო დასაქმებული. ამ ეტაპზე კომპანია 196 ადამიანს ასაქმებს.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები