მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტაივანში 7.2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა - არიან დაღუპულები და დაშავებულები

ტაივანი

ტაივანში დღეს 7,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რაც ყველაზე ძლიერი მიწისძვრაა ბოლო 25 წლის განმავლობაში. Reuters-ის ინფორმაციით, ნგრევის შედეგად დაიღუპა ოთხი ადამიანი, ათობით კი დაშავდა.

ბიძგები ადგილობრივი დროით დილის 08:00-ზე მოხდა, როდესაც ხალხი სამსახურებსა და სკოლებში მიდიოდა. მისი ეპიცენტრი ტაიპეიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ჰუალიენთან იყო. ბიძგების შედეგად 26 შენობა ჩამოიგრა, მათი ნახევარზე მეტი ჰუალიენში მდებარეობს.

მიწისძვრის ეპიცენტრი 15.5 კილომეტრის სიღრმეში იყო.

მიწისძვრა ტაივანის გარდა ჩინეთში, ფუჯიანის პროვინციაშიც იგრძნობოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები