მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტაივანში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

ტაივანი მიწისძვრა

ტაივანში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ცხრამდე გაიზარდა. BBC-ის ცნობით, ეს არის ოფიციალურად დადასტურებული რაოდენობა. 120-ზე მეტი ადამიანი კი ნანგრევებშია მოყოლილი, მათ შორის 80-ზე მეტი გვირაბებშია ჩარჩენილი, დაშავებულია ასობით ადამიანი.

ტაივანში 7,2 მაგნიტუდის მიწისძვრა დღეს მოხდა, რაც ყველაზე ძლიერი მიწისძვრაა ბოლო 25 წლის განმავლობაში. მისი ეპიცენტრი ტაიპეიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ჰუალიენთან იყო. ბიძგების შედეგად 26 შენობა ჩამოინგრა, მათი ნახევარზე მეტი ჰუალიენში მდებარეობს.

მიწისძვრის ეპიცენტრი 15.5 კილომეტრის სიღრმეში იყო.

მიწისძვრა ტაივანის გარდა ჩინეთში, ფუჯიანის პროვინციაშიც იგრძნობოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები