მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თამაზ გიორგაძის Raisin-ის შეფასებამ მილიარდ ევროს გადააჭარბა

თამაზ გიორგაძე

ქართველი ანტრეპრენიორები წარმატებას აღწევენ არამხოლოდ საქართველოში, არამედ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. ქართველი ანტრეპრენიორი, თამაზ გიორგაძე - ამ ტენდენციის ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო მაგალითად შეგვიძლია მივიჩნიოთ, რაც რიცხვებითაც დასტურდება. როგორც BMG-სთვის გახდა ცნობილი, თამაზ გიორგაძის მიერ 2012 წელს, გერმანიაში დაფუძნებული ფინტექ-პლატფორმის, Raisin-ის შეფასებამ 1 მილიარდ ევროს გადააჭარბა.

ეს ინფორმაცია, თავდაპირველად, გერმანულმა გამოცემა Payment & Banking-მა გაავრცელა, რომელმაც, რამდენიმე დღის წინ, თამაზ გიორგაძე წლის ფინტექ-ანტრეპრენიორად დაასახელა. ინფორმაციის გადასამოწმებლად BMG თავად ანტრეპრენიორს დაუკავშირდა, რომელმაც Raisin-ის €1-მილიარდიანი შეფასება დაადასტურა.

Raisin-ი საერთაშორისო ფინანსურ-ტექნოლოგიური პლატფორმაა, რომელიც დეპოზიტარებს მათთვის სასურველი ბანკების პოვნას უმარტივებს. მარტივად რომ ვთქვათ, Raisin-ის აპლიკაციის მეშვეობით, საბანკო დეპოზიტებზე არსებულ სხვადასხვა შეთავაზებებს მომხმარებლები ერთ აპლიკაციაში ხედავენ, რაც სასურველი პროდუქტის არჩევის პროცესს უმარტივებთ. თუმცა სადეპოზიტო სერვისის გარდა, Raisin-ი მომხმარებლებს საინვესტიციო და საპენსიო პროდუქტებსაც სთავაზობს. ამ დროისთვის, Raisin-ი რამდენიმე ქვეყანაში ოპერირებს, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში, გაერთიანებულ სამეფოში, გერმანიაში და ევროკავშირის სხვა რამდენიმე წევრ სახელმწიფოში. Raisin-ის სერვისებს მილიონზე მეტი ადამიანი იყენებს, ხოლო კომპანიას 400-მდე პარტნიორი ბანკი ჰყავს, რომლებიც 30-ზე მეტ იურისდიქციაში ოპერირებენ.

ფინტექ-ინდუსტრიაში ჩახედული ადამიანისთვის, Raisin-ის €1-მილიარდიანი შეფასება არც თუ ისე მოულოდნელ ფაქტს წარმოადგენს, რადგან, როგორც ცნობილია, Raisin-ის მართვაში არსებული აქტივების მოცულობამ €50 მილიარდს გადააჭარბა.

თამაზ გიორგაძე გერმანიაში წლის ფინტექ-ანტრეპრენიორად დაასახელეს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები