მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თამბაქოს აქციზის შემოსავლები რეკორდული ტემპით გაიზარდა და 805 მილიონ ლარს მიაღწია

თამბაქო

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს ბიუჯეტში თამბაქოს აქციზიდან მიღებული თანხა რეკორდული ტემპით, 31%-ით გაიზარდა და 805 მილიონ ლარს მიაღწია. წინა წელთან შედარებით აღნიშნული თანხა 193 მილიონი ლარით მეტია. თამბაქოს აქციზის მთლიანი შემოსავლის 3% ადგილობრივ წარმოებაზე მოდის, ხოლო 97% იმპორტირებულ ნაწარმზე.

თამბაქოს აქციზი ორ ნაწილად იყოფა, მათგან პირველია სტანდარტული აქციზური მარკა, რომელიც კოლოფზე 1.7 ლარს შეადგენს, ხოლო მეორეა გადასახადის ადვალური კომპონენტი. ადვალური გადასახადი ცვლადია და ის თამბაქოს სარეალიზაციო ფასიდან დაითვლება და მთლიანი ღირებულების 30%-ს შეადგენს.

არსებული მდგომარეობით, ადვალური აქციზიდან მიღებული თანხა ფიქსირებულ აქციზს აჭარბებს. 2024 წლის პირველ რვა თვეში ადვალური აქციზიდან შესული თანხა 415 მილიონი ლარი იყო, ხოლო ფიქსირებული აქციზიდან 390 მილიონი ლარი. ა

შესაბამისად, თუკი არსებული მდგომარეობით კონკრეტული პროდუქტის სარეალიზაციო ფასი 8 ლარია, მასში 4.1 ლარი ფიქსირებულ და ადვალურ აქციზზე მოდის (1.70+2.40 ლარი), შესაბამისად აქციზის წონა საბოლოო ფასის 51%-ია. ამას ემატება დამატებული ღირებულების გადასახადი (სარეალიზაციო ფასის 18%), რომელიც 1.44 ლარს შეადგენს. შესაბამისად, ამ სამი გადასახადის - აქციზის და დღგ-ს ჯამი 5.54 ლარია (საბოლოო ფასის 69%).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები