მთავრობა 2024 წლის რთველის სუბსიდირებისთვის დამატებით რესურსს გამოყოფს. როგორც პრემიერ-მინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სახელმწიფო კომპანია საფერავის ჯიშის ყურძენს 1.5 ლარად ჩაიბარებს, ხოლო მევენახეებს, რომლებსაც დღემდე ამაზე ნაკლებ ფასად აქვთ ჩაბარებული, სხვაობა აუნაზღაურდებათ.
BMG დაინტერესდა, რა თანხა დაიხარჯება ამ მიმართულებით. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ სუბსიდირებას სოლიდური რესურსი დასჭირდება და თანხის დაზუსტება მიმდინარეობს.
"დაზუსტება მიმდინარეობს. არ მინდა გავასწრო წინ მოვლენებს. სუბსიდირებას დასჭირდება საკმაოდ სოლიდური რესურსი. დავითვლით და დაზუსტებულ მონაცემებს წარმოგიდგენთ",- განაცხადა პრემიერმა.