წლევანდელი რთველი იყო ძალიან წარმატებული, გადამუშავდა რეკორდული რაოდენობის 320 000 ტონამდე ყურძენი, ყურძნის რეალიზაციით მიღებულმა შემოსავალმა 390 მილიონ ლარს მიაღწია.
მისი თქმით, რთველის სუბსიდირებამ გაზარდა მევენახეების და გლეხების შემოსავალი.
„მოსავალი ღვინის საწარმოებს 21 3000-ზე მეტმა მევენახე-ფერმერმა ჩააბარა. კახეთსა და რაჭა-ლეჩხუმში გადამუშავდა 290 ათას ტონაზე მეტი ყურძენი და ყურძნის რეალიზაციით მიღებულმა შემოსავალმა 390 მილიონ ლარს მიაღწია. რაც ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული მევენახისთვის ჩვენს ქვეყანაში.
ჩვენ განვახორციელეთ სუბსიდირება იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ ამ დარგის განვითარებას, მათ შორის, საფერავზეც, რამაც ხელი შეუწყო მოსავლის დროულად დაბინავებას და გაიზარდა ჩვენი ფერმერებისა და გლეხების შემოსავალი. რთველის საორგანიზაციო შტაბმა უზრუნველყო მოსავლის შეუფერხებელი დაბინავება. ჯამში 600 კომპანია იყო ჩართული ღვინის ჩაბარების პროცესში. მათ შორის როგორც ღვინის მსხვილი მწარმოებლები, ისე საშუალო და მცირე მარნები, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. 2024 წლის მოსავალი, ასევე გამოირჩეოდა მაღალი ხარისხით, რაც ცალკე აღნიშვნის ღირსია.
ღვინის კერძო სექტორი ორიენტირებული იყო ხარისხიანი ყურძნის შეძენაზე და შესაბამისად, მიმდინარე წლის მოსავლის ღვინოებიც გამორჩეული, მრავალფეროვანი და განსაკუთრებულად ხარისხიანი იქნება. ეს არის ჩვენი ეკონომიკის გამორჩეულად მნიშვნელოვანი დარგი, რომლის განვითარებაც პირდაპირაა დაკავშირებული, ზოგადად, ქართული სოფლის გაძლიერებასთან და ამ მიმართულებით ზრუნვა მომავალშიც გაგრძელდება“,- განაცხადა პრემიერმა.
მიმდინარე წელს რთველის სუბსიდირებისთვის ბიუჯეტიდან ჯამში 85 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმებოდა. აქედან, 35 მილიონი ლარი კერძო კომპანიების მიერ 1 კგ. რქაწითლის მინიმუმ 1 ლარად ჩაბარებას უნდა მოხმარებოდა, ( კომპანიებზე გასაცემი სუბსიდია 1 კგ. რქაწითელზე 20 თეთრია) ხოლო 50 მილიონი ლარი - ბაზარზე დარჩენილი ჭარბი ყურძნის სახელმწიფოს მიერ შესყიდვას.
საქართველოში რთველი 2008 წლიდან, რუსეთის მიერ ქართულ ღვინოზე ემბარგოს დაწესების შემდეგ სუბსიდირდება. ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფომ რთველის სუბსიდირებაზე რეკორდული 138 მილიონამდე ლარი 2021 წელს დახარჯა. 2023 წელს კი ამ მიმართულებით 25 მილიონი ლარი დაიხარჯა.
რა პირობებით მოხდება "რთველი 2024"-ის სუბსიდირება? - განკარგულება