მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TAP -ის სიმძლავრის გაორმაგებას დიდი დრო არ დასჭირდება“- რა მოცულობით გაზს აწვდის აზერბაიჯანი ევროპას?

მილსადენი

კომერციული ოპერირების დაწყებიდან, ტრანსადრიატიკული  მილსადენით (TAP) ევროპაში  28 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი აზერბაიჯანული გაზის ტრანსპორტირება მოხდა,  საიდანაც 23,5 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი ექსპორტირებულია იტალიაში, -  ამის შესახებ TAP AG კონსორციუმის მმართველმა დირექტორმა ლუკა შიპატმა კონფერენცია Green & Blue Talk-ზე გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ ვამარაგებთ იტალიის ბაზარს, ასევე ბალკანეთის ქვეყნებს,  განსაკუთრებით, საბერძნეთსა და ბულგარეთს. იტალიაში ბოლო თვეებში შეინიშნება მოხმარების მცირე კლება, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ იტალიამ განაგრძოს დივერსიფიკაცია, ამავე დროს მილსადენები და გრძელვადიანი კონტრაქტები წარმოადგენდეს  საიმედო გადაწყვეტას“, - თქვა  შიპატმა.

რაც შეეხება TAP-ის სიმძლავრის გაორმაგებას, მისი განმარტებით, „მილები უკვე გაყვანილია და სიმძლავრის გაორმაგების სამუშაოებს დიდი დრო არ დასჭირდება, ყოველ შემთხვევაში, იტალიის მონაკვეთზე“.

„ჩვენ გვაქვს 3 მიზანი: არა მხოლოდ გავზარდოთ სატრანსპორტო სიმძლავრე და  გაზის მიწოდებისას,  გამოვიყენებთ ელექტროტექნიკას (და არა გაზის ტურბინებს) და საბოლოოდ, მომავალში  შევძლებთ მწვანე მოლეკულების ტრანსპორტირებას. შესაბამისად, გვაქვს მიზანი, მივაღწიოთ  ნახშირბადის  ნეიტრალურ დონეს“  - დასძინა კონსორციუმის მმართველმა დირექტორმა.

აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანმა  ევროპისთვის გაზის კომერციული მიწოდება ტრანსადრიატიკული მილსადენის გავლით 2020 წლის 31 დეკემბერს დაიწყო. ეს მილსადენი   სამხრეთის გაზის დერეფნის (SGC) განუყოფელი ნაწილია.

25 წლიანი გათვლები ითვალისწინებს 10 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი გაზის წლიურ ექსპორტს ევროპის ბაზარზე, საიდანაც 8 მილიარდი კუბური მეტრი იტალიას, ხოლო 1 მილიარდი კუბური მეტრი საბერძნეთს და ბულგარეთს უნდა მიეწოდოს.

SGC, რომელიც გადაჭიმულია 3,5 ათასი კილომეტრზე ბაქოდან სამხრეთ იტალიამდე, გაზის ტრანსპორტირებას ახდენს საქართველოს, თურქეთის, საბერძნეთისა და ალბანეთის გავლით. მისი გამტარუნარიანობა 16 მილიარდი კუბური მეტრია. SGC-სთვის ნედლეულის ძირითადი წყაროა შაჰ-დენიზის საბადო, რომლის მარაგი 1,2 ტრილიონი კუბური მეტრია.

სააგეტენტო report.az-ის ცნობით, რომ 2022 წელს აზერბაიჯანმა გაზის ექსპორტი გაზარდა 18%-ით - 22,3 მლრდ კუბურ მეტრამდე, ევროპაში მიწოდებამ 11,4 მლრდ კუბური მეტრი შეადგინა (ზრდა 39%). 2022 წელს იტალიაში გაზის მიწოდებამ მილსადენ TAP-ით 10,325 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა (ზრდა 43,1%-ია).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები