მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"[ტარიფების დაპაუზება] მნიშვნელოვანი ნაბიჯია გლობალური ეკონომიკის სტაბილიზაციისკენ" - ფონ დერ ლაიენი

ურსულა ფონ დერ ლაიენი

"მივესალმები პრეზიდენტ ტრამპის განცხადებას, საპასუხო ტარიფების დაპაუზების შესახებ. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია გლობალური ეკონომიკის სტაბილიზაციისკენ", - ასე ეხმაურება დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი. როგორც ის აღნიშნავს, ევროკავშირი აშშ-სთან მოლაპარაკებებს გააგრძელებს.

"მკაფიო, პროგნოზირებადი პირობები კრიტიკულად მნიშვნელოვანი ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვების ფუნქციურობისთვის.

ტარიფები გადასახადებია, რომლებიც მხოლოდ ბიზნესებსა და მომხმარებლებს ვნებთ. სწორედ ამიტომ, მუდმივ ადვოკატირებას ვუწევ ნულოვანი ტარიფის შეთანხმებას ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის.

ევროკავშირი რჩება აშშ-სთან კონსტრუქციული მოლაპარაკებების ერთგული იმ მიზნით, რომ მივაღწიოთ ორმხრივად სასარგებლო ვაჭრობას", - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ბლოკის სავაჭრო პარტნიორობების დივერსიფიკაციის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კომისია EU-ს შიგნით სავაჭრო ბარიერების მოხსნაზე მუშაობას აგრძელებს.

"ევროპა აგრძელებს სავაჭრო პარტნიორობების დივერსიფიკაციას, თანამშრომლობას ქვეყნებთან, რომლებიც გლობალურ ვაჭრობაში 87%-იან წილს იკავებენ და ვაზიარებთ ჩვენს მზაობას საქონლის, მომსახურებისა და იდეების თავისუფალი და ღია გაცვლის შესახებ.

დაბოლოს, ვაძლიერებთ მუშაობას ჩვენს შიდა ბაზარზე სავაჭრო ბარიერების მოსახსნელად. ბოლო კრიზისმა ერთი რამ მკაფიო გახადა: რყევების დროს შიდა, ერთიანი ბაზარი ჩვენი გამძლეობისა და სტაბილურობის ღუზაა", - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ცნობისთვის, უნივერსალური ტარიფები, რომლებიც დონალდ ტრამპმა აპრილის დასაწყისიდან 180-მდე ქვეყნისთვის შემოიღო, მისივე გადაწყვეტილებით, ათობით ქვეყნისთვის დაპაუზებულია. კერძოდ, ტრამპმა გუშინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სხვა ქვეყნებისთვის ტარიფების ამოქმედებას 90 დღით აპაუზებს, ჩინეთი კი გამონაკლისია და მას აშშ ტარიფს 125%-მდე უზრდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები