მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TAV Construction-ი ანტალიის აეროპორტში ორ ტერმინალს აშენებს - ინტერვიუ

647df4fc81096
BM.GE
06.06.23 14:00
812
BMGTV-ის გადაცემამ "საუბრები ავიაციაზე" ინტერვიუ ჩაწერა TAV Construction-ის პროექტების დირექტორთან ერდოღან კარაბაჯაკთან, რომელსაც გთავაზობთ:


BMG: დიდი მადლობა იმისთვის, რომ გამონახეთ დრო და გვათვალიერებინებთ საკმაოდ მასშტაბურ პროექტს, რომელსაც თქვენ ახორციელებთ ანტალიის აეროპორტში. მოდით, მოკლედ გვითხარით ამ პროექტის შესახებ, რას მოიცავს იგი და რამდენ ხანში უნდა დასრულდეს?

ერდოღან კარაბაჯაკი: ეს 3-წლიანი პროექტია და 2024 წლის ბოლოს ვგეგმავთ მის დასრულებას. ამ პროექტს განსაკუთრებულს ხდის ის გარემოება, რომ აეროპორტის ოპერირების პარალელურად, მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები და სრულად არის დაცული საჰაერო ხომალდების მოძრაობა. ამისთვის პროფესიონალთა გუნდი დიდ ძალისხმევას დებს. ეს პროექტი არამარტო ერთმანეთისთვისვე, მთლიანად ანტალიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

BMG: პროექტის ფარგლებში თქვენ ახორციელებთ როგორც ტერმინალის, ასევე აეროდრომის ნაწილი მშენებლობას?

ერდოღან კარაბაჯაკი: დიახ, პარალელურ რეჟიმში მიდის ორივე მიმართულებით მშენებლობის პროცესი. ჩვენ ვაშენებთ ორ ტერმინალს. ახლა სადაც ვიმყოფებით, ეს ახალი საერთაშორისო ფრენებისთვის განსაზღვრული ტერმინალია, რომლის ფართობი 140 000 კვადრატული მეტრია, რაც შეეხება ადგილობრივი ფრენებისთვის განკუთვნილ ტერმინალს, მისი ფართობი 40 000 კვადრატული მეტრი იქნება. ჩვენ ასევე ვაშენებთ სახელმწიფო VIP ტერმინალს, ავიაციის მარეგულირებლის ოფისს და სხვა ადმინისტრაციულ შენობებს. რაც შეეხება აეროდრომის ნაწილს, დაახლოებით 1 მილიონი კვადრატული მეტრის ფართის მშენებლობა მიმდინარეობს.

BMG: მე მინდა გისურვოთ ამ პროექტის წარმატებით დასრულება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები