მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თავდასხმის დამკვეთი ბიძინა ივანიშვილი იყო - გიორგი გახარია

გიორგი გახარია
22.01.25 19:52
693

თავდასხმის დამკვეთი ბიძინა ივანიშვილი იყო - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია აცხადებს.

როგორც ის ამბობს, არ აინტერესებს შემსრულებლები, რადგან მას საქმე აქვს მასზე „თავდასხმის და მოქალაქეებზე ძალადობის დამკვეთთან“.

მინდა მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის. დღეიდან მუშაობის ჩვეულ რეჟიმში ვბრუნდები. რაც შეეხება თავდასხმას ეს იყო წინასწარ ორგანიზებული, ჩასაფრებით მოწყობილი პოლიტიკური შურისძიება. თავდასხმის დამკვეთი - ბიძინა ივანიშვილი.

ივანიშვილი დიდი ხანია მემუქრება მე და ჩემს ოჯახს, სხვადასხვა ფორმით და გზებით, მათ შორის, საჯაროდაც. მე არ მაინტერესებს ამ თავდასხმის შემსრულებლები. მე საქმე მაქვს ჩემზე თავდასხმის და მოქალაქეებზე ძალადობის დამკვეთთან.

რაც შეეხება გამოძიებას, მათ ვაძლევთ შესაძლებლობას, შეინარჩუნონ სახე და არ გახდნენ ძალადობრივი დანაშაულების თანამონაწილე“,- აცხადებს გიორგი გახარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები