"ოცნების" მთავრობის თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ჩიქოვანის მოადგილედ იოსებ ოქრომელიძე დაინიშნა.
მინისტრის თებერვალში დანიშნული მოადგილე, გიორგი ლილუაშვილი თანამდებობიდან 24 ივნისს წავიდა.
ამჟამად ირაკლი ჩიქოვანს კვლავ ოთხი მოადგილე ჰყავს: იოსებ ოქრომელიძე, გრიგოლ გიორგაძე, სერგო ჯანელიძე და პაატა პატიაშვილი.
გარდა ამისა, კობახიძის მიერ ხელმოწერილი ბრძანებით, "ოცნების" საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ გიორგი ზურაბიშვილი დაინიშნა.
ირაკლი კობახიძის ბრძანების თანახმად, ზურაბაშვილი ამ პოსტზე დღეიდან, 1-ლი ივლისიდან ინიშნება. ის 2024 წლის 3 დეკემბრიდანაა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.
2021 წლიდან დღემდე, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის პოსტს ლაშა დარსალია იკავებდა.




























