მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თავისუფლება მზიას“, „ცეცხლი ოლიგარქიას“ - კობახიძემ მესხის სტადიონი პროტესტის ფონზე დატოვა

სტადიონი

დღეს, "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერი, ირაკლი კობახიძე მიხეილ მესხის სტადიონზე მივიდა, სადაც მთავრობის ინფორმაციის მიხედვით, სპორტულ საზოგადოებას შეხვდა.

კობახიძეს მედიის წარმომადგენლები ადგილზე პროტესტით დახვდნენ.

ჟურნალისტებს მიტანილი ჰქონდათ მზია ამაღლობელის ფოტოსურათები, რომელიც მე-18 დღეა შიმშილობს. ისმოდა შეძახილები: „თავისუფლება მზია ამაღლობელს“, „ცეცხლი ოლიგარქიას“.

როგორც ადგილზე მყოფი ჟურნალისტები ამბობენ, შიდა ტერიტორიაზე მხოლოდ ტელევიზიების გადამღები ჯგუფები შეუშვეს, ონლაინ მედიისთვის კი შესვლა ნებადართული არ იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები