თავისუფლების მოედანზე საპოლიციო ძალების დამატებითი მობილიზება მოხდა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ტერიტორიაზე რამდენიმე ავტობუსიც შევიდა, რომელშიც სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლები იმყოფებოდნენ.
ადგილზე განლაგებულია წყლის ჭავლის მანქანებიც.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია „გაუთენე საქართველოს“ 22:00 საათიდან მიმდინარეობს.




























