უკრაინის ერთიანობის დღესთან დაკავშირებით, დღეს, თბილისის ანძა უკრაინის სახელწიფო დროშის ფერებში განათდება.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
სოლიდარობა და მხარდაჭერა უკრაინელ ხალხს! - ეს იქნება თბილისის კიდევ ერთი გზავნილი მეგობარი კიევისადმი.
ასევე, ლიეტუვის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს შენობა ლიეტუვის დროშის ფერებში განათდება.