მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის ენერგომოხმარება იზრდება - "თელასი" ანგარიშს აქვეყნებს

ენერგო პრო თელასი ელექტროენერგია დენი ნათურა სინათლე შუქი

კომპანია „თელასმა“ 2024 წლის პირველი კვარტალის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, თბილისის აბონენტების მიერ მოხმარებული ელექტროენერგია წლიურად 5.5%-ით არის გაზრდილი. ასევე გაზრდილია კომპანიის აბონენტების რაოდენობაც.

მაჩვენებელი

2024 წლის

I კვარტალი

2023 წლის

I კვარტალი

+/-

ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე, კმ

6 914

6 707

+3,1%

ქსელში გაშვებული ელექტროენერგია, მლრდ კვტ*სთ

0,975

0,924

+5,5%

მომხმარებელთა რაოდენობა, ათასი

756,2

730

+3,6%

"2024 წლის პირველ კვარტალში კომპანია „თელასმა“ 0,975 მილიარდი კვტ*სთ ელექტროენერგია გაანაწილა, რაც 5,5% (51 მილიონი კვტ*სთ-ით) აღემატება 2023 წლის პირველ კვარტალში განაწილებული ელექტროენერგიის მოცულობას. აღნიშნული მატება ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობისა და ახალი აბონენტთა რაოდენობის ზრდამ განაპირობა.

სს „თელასის“ აბონენტთა რაოდენობა 2024 წლის მარტის მონაცემებით 2023 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 3,6%-ით (26,2 ათასი აბონენტით) გაიზარდა და 756,2 ათასი აბონენტი შეადგინა, საიდანაც 677,7 ათასი - ფიზიკური პირია, ხოლო 78,5 ათასი – იურიდიული პირი,"- ნათქვამია კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

თელასის ინფორმაციით, მათ ქსელის რეაბილიტაციის სამუშაოების შედეგად, ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე წინა წელთან შედარებით 200 კილომეტრით, ანუ 3%-ით გაზარდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები