მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის კლასიკური გიმნაზია დისტანციურ სწავლებაზე გადადის

5f8745c2bd022
თამთა ჯიჯავაძე
14.10.20 22:37
2784
თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზია დისტანციურ სწავლებაზე გადადის. ამის შესახებ სკოლის დირექტორმა თამუნა კაპანაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, დღეს სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგს, მაკა სახურიას  დაუდასტურდა კოვიდ-19, რაც გახდა ამ გადაწყვეტილების მიზეზი.

"პარასკევს, დღის პირველ ნახევარში იგი იმყოფებოდა სკოლაში. სიმპტომები კვირას საღამოს გამოუვლინდა, ამიტომაც ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარასკევს დღის პირველ ნახევარში ის ინფექციის გადამდები ყოფილიყო. ასე რომ, პანიკის არავითარი საფუძველი არ გვაქვს! თუმცა, ეპიდემიოლოგებთან კონსულტაციის შემდეგ, რისკის თავიდან აცილების მიზნით, მივიღე გადაწყვეტილება, რომ სკოლა 21 ოქტომბრამდე გადავიდეს სწავლების დისტანციურ ფორმაზე", – წერს თამუნა კაპანაძე.

შეგახსენებთ, თბილისში უკვე რამდენიმე სკოლა გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე კორონავირუსის დაფიქსირების გამო. დანარჩენ სკოლებში კი სწავლა პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით რეალურ რეჟიმში გრძელდება, მეშვიდედან მე-12-ს ჩათვლით კი დისტანციურად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები