თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე მოძრაობა განახლდა. ამის შესახებ თბილისის სატრანსპორტო კომპანია იტყობინება.
უწყების ცნობით, ტექნიკური ხარვეზის გამო, თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი დროებით ვერ ემსახურებოდა მგზავრებს. რა ტიპის ტექნიკური ხარვეზია, სატრანსპორტო კომპანიაში არ ამბობენ. სოციალურ ქსელში გვერდმა "ჩემი ქალაქი მკლავს" კი გაავრცელა ფოტო და ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, "მეტროს ვაგონი ჩაეხსნა და მგზავრები ტექნიკური უნივერსიტეტის სადგურზე ჩამოსვეს".