მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისის პროკურატურაში ორი ახალი სამმართველო შეიქმნა

თბილისის პროკურატურა

თბილისის პროკურატურაში ორი ახალი სამმართველო – თაღლითობის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის და არასრულწლოვნების საქმეთა სამმართველო შეიქმნა - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, თაღლითობის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველო განახორციელებს სამართლებრივ ზედამხედველობას შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს მიერ თაღლითობის საქმეებზე წარმოებულ გამოძიებაზე და ასევე, შესაბამის სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერას.

„სამმართველოს საქმიანობაში ჩართული იქნებიან პროკურორები, რომლებსაც შესაბამისი გამოცდილება გააჩნიათ როგორც გამოძიებაზე ზედამხედველობის, ისე სასამართლოში ბრალდების მხარდაჭერის მიმართულებით“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გარდა ამისა, უწყების ცნობით, შეიქმნა არასრულწლოვნების საქმეთა სამმართველოც, რომელიც ასევე სამართლებრივ ზედამხედველობას გაუწევს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვანთა საქმეთა მთავარი სამმართველოს მიერ წარმოებულ გამოძიებას.

„არასრულწლოვანთა სამმართველოში საქმიანობას განახორციელებენ სპეციალიზებული პროკურორები, რომლებიც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართულებით არიან კვალიფიცირებულები“, – აღნიშნულია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები