სექტემბერში თბილისში გაყიდული ბინების ყველაზე მეტი რაოდენობა დიდ დიღომზე მოდის. ამის შესახებ თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების შესახებ თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ ყოველთვიური მიმოხილვაშია აღნიშნული.
"ყველაზე მეტი ბინა 2024 წლის სექტემბერში, დიდი დიღომი ინარჩუნებს თბილისში გაყიდული ბინების რაოდენობის ყველაზე დიდ წილს და მთლიანი გაყიდვების 26%-იან წილს იკავებს, ხოლო რიგით მეორეზე ადგილზე საბურთალოა,15%-იანი წილით. ახალი ბინების გაყიდვებში წლიური ზრდა დიდუბეში, დიდ დიღომში, კრწანისში, სამგორსა და ჩუღურეთში დაფიქსირდა. დიდ დიღომში ყველაზე მეტი ახალი ბინა გაიყიდა. ძველი ბინების ტრანზაქციების რაოდენობის შემთხვევაშიც ლიდერი რაიონი დიდი დიღომია, რომელსაც საბურთალო მოსდევს", - წერია მიმოხილვაში.