მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის რომელ უბნებში იყო ბინების ფასი ყველაზე მაღალი 2023 წელს? – Galt & Taggart-ის მიმოხილვა

თბილისი

თბილისში 2023 წელს 39 949 ბინა გაიყიდა, რაც 2022 წელთან შედარებით 7%-ით ნაკლები მაჩვენებელია, ხოლო 2021 წელს გაყიდული ბინების მაჩვენებელს აღემატება.

Galt & Taggart-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული თბილისის საცხოვრებელი ბინების ბაზრის 2023 წლის მიმოხილვის მიხედვით, ტრანზაქციების შემცირების მიუხედავად, გაყიდული ბინების ღირებულება 9.9%-ით გაიზარდა და 2,9 მლრდ დოლარი შეადგინა. მიმოხილვის ავტორები განმარტავენ, რომ ეს ზრდა ბინების პირველად ბაზარზე ფასების მატებას უკავშირდება.

მიმოხილვის ავტორებმა თბილისის უბნების რეიტინგი მ²-ის საშუალო გასაყიდი ფასის მიხედვით წარმოადგინეს, სადაც ქირის ფასი და გაყიდული ბინების რაოდენობაა მითითებული. მ²-ის საშუალო გასაყიდი ფასი ყველაზე მაღალი მთაწმინდაზე, ვაკეში და ჩუღურეთშია. გაყიდული ბინების მიხედვით რეიტინგში კი პირველ ადგილებს საბურთალო, დიდი დიღომი და სამგორი ინაწილებენ:

  1. მთაწმინდა - გაიყიდა 779 ბინა, მ²-ის საშუალო გასაყიდი ფასი 2 580 დოლარი იყო, ქირა კი 14.8 დოლარი;
  2. ვაკე - გაიყიდა 1 490 ბინა, მ²-ის საშუალო გასაყიდი ფასი 2 151 დოლარი იყო, ქირა კი 15.9 დოლარი;
  3. ჩუღურეთი - გაიყიდა 1 026 ბინა, მ²-ის საშუალო გასაყიდი ფასი 1 583 დოლარი იყო, ქირა კი 11.7 დოლარი;
  4. კრწანისი - გაიყიდა 1 372 ბინა, მ²-ის საშუალო გასაყიდი ფასი 1 466 დოლარი იყო, ქირა კი 12 დოლარი;
  5. საბურთალო - გაიყიდა 6 956 ბინა, მ²-ის საშუალო გასაყიდი ფასი 1 445 დოლარი იყო, ქირა კი 12.4%;
  6. ისანი - გაიყიდა 3 121 ბინა, მ²-ის საშუალო გასაყიდი ფასი 1 207 დოლარი იყო, ქირა კი 11.1 დოლარი;
  7. დიდუბე - გაიყიდა 3 212 ბინა, მ²-ის საშუალო გასაყიდი ფასი 1 166 დოლარი იყო, ქირა კი 10.3 დოლარი;
  8. ნაძალადევი - გაიყიდა 3 700 ბინა, მ²-ის საშუალო გასაყიდი ფასი 1 103 დოლარი იყო, ქირა კი 9.8 დოლარი;
  9. დიდი დიღომი - გაიყიდა 6 755 ბინა, მ²-ის საშუალო გასაყიდი ფასი 965 დოლარი იყო, ქირა კი 8.8 დოლარი;
  10. სამგორი - გაიყიდა 5 797 ბინა, მ²-ის საშუალო გასაყიდი ფასი 958 დოლარი იყო, ქირა კი 8.6 დოლარი;
  11. ვაშლიჯვარი - გაიყიდა 1 057 ბინა, მ²-ის საშუალო გასაყიდი ფასი 945 დოლარი იყო, ქირა კი 9.8 დოლარი;
  12. გლდანი - გაიყიდა 4 684 ბინა, მ²-ის საშუალო გასაყიდი ფასი 931 დოლარი იყო, ქირა კი 9 დოლარი;

„2023 წელს ფასების ზრდის დინამიკა შენარჩუნდა. ამასთან, პირველად ბაზარზე ბინის ფასის წლიური ზრდის ტემპი ორჯერ აღემატებოდა მეორად ბაზარზე ფასის ზრდას (+21.3% და +10.0% წ/წ, შესაბამისად). აღსანიშნავია, რომ ფასები კიდევ უფრო მკვეთრად არის გაზრიდლი 2022 წლის დასაწყისიდან დღემდე. კერძოდ, პირველადი ბაზრის ფასები 45.2%-ით გაიზარდა, რაც ასევე აღემატება მეორად ბაზარზე დაფიქსირებულ ზრდას (+30.7% ახალი და +17.5% ძველი ბინებისთვის). ბინების ფასების მკვეთრი ზრდა გამოწვეული იყო მშენებლობის გაზრდილი ხარჯებით და მიგრანტების მხრიდან მოთხოვნით, თუმცა ეს ორივე მაჩვენებელი ამ ეტაპზე დასტაბილურებულია. შედეგად, თბილისში გასაყიდი ბინის მინიმალური ფასი ამჟამად $900/მ2-მდეა, მაშინ როცა ეს მაჩვენებელი 2021 წლის ბოლოსთვის $600/მ2 იყო“, - ნათქვამია მიმოხილვაში.

რამ გამოიწვია 2023 წელს ბინების მკვეთრი გაძვირება ? – Galt & Taggart

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები