მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საინფორმაციო რობოტების ტექნოლოგიის დანერგვა იგეგმება

TAV Georgia

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საინფორმაციო რობოტების ტექნოლოგიის დანერგვა იგეგმება. საკითხზე BMGTV-ის ეთერში, გადაცემაში "საუბრები ავიაციაზე" სტუმრობისას TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ ისაუბრა.

„გვინდა, დავამატოთ საინფორმაციო რობოტები. TAV-ის სხვადასხვა აეროპორტებში უკვე გვყავს რობოტები, რომლებიც გამოიყენებიან როგორც ბარგის ჩამოტვირთვის ნაწილში, ასევე ტერმინალის ნაწილში. ჩვენი IT მუშაობს, რომ მომავალი წლისთვის მგზავრებს ესეც შევთავაზოთ, რომ ერთი-ორი რობოტი საინფორმაციო დესკის დამხმარედ გვყავდეს. ვფიქრობ, ესეც საინტერესო იქნება მომხმარებლისთვის“, - განაცხადა თეა ზაქარაძემ.

გარდა ამისა, მან ისაუბრა სხვადასხვა პროექტებზე, რომლებიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელდება.

„სამომავლოდ, რასაც გაფრენის ტერმინალთან დაკავშირებით ვგეგმავთ, ეს იქნება სარეგისტრაციო დახლების გაზრდა. გამომდინარე იქიდან, რომ სხვა რაც შესაძლებელი იყო, უკვე გაკეთებულია. 2025-2026 წლისთვის უკვე გვაქვს ჩადებული, რომ გაიზრდება სარეგისტრაციო დახლების რაოდენობა, ასევე მუშაობს self-check-ის დახლები. მოფრენის ტერმინალიც ძალიან მნიშვნელოვანია, ის რიგები, რაც მოფრენაში არის სასაზღვრო კონტროლთან, რეალურად ამაზეც უნდა გვეფიქრა. ოქტომბერში ჩვენ ვიწყებთ იმ არეალის გაფართოებას, იქაც ჯიხურების რაოდენობა გაიზრდება 9-დან 13-მდე. ასევე, გაიზრდება ის ადგილი, სადაც ხალხის თავმოყრა ხდება. გავზარდეთ მგზავრთა მოსაცდელის სივრცე. რა საშუალებასაც კედლები გვაძლევს, მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველა კვადრატული მეტრი ავითვისოთ. სექტემბრის ჩათვლით ჩვენ 20 მლნ ლარამდე დავხარჯეთ და კიდევ დაგეგმილი გვაქვს, რომ წლის ბოლომდე 32 მლნ ლარამდე დაიხარჯება მხოლოდ ამ ინფრასტრუქტურის განვითარებაზე“, - თქვა ზაქარაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები