მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის შემოსასვლელთან ჩქაროსნული მაგისტრალის 13-კილომეტრიანი მონაკვეთი გაფართოვდება

ტრანზიტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტი თბილისის გასასვლელში არსებული 13-კილომეტრიანი მონაკვეთის გაფართოებაზე მუშაობს. საუბარია თბილისი-ნატახტარის მაგისტრალზე, რომელიც ყოველწლიურად მზარდი ნაკადის გამო შეფერხებების გარეშე ავტოსატრანსპორტო მოძრაობას ვეღარ ატარებს.

არსებული მაგისტრალის გაფართოებისთვის გასული წლის ივლისში 12-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა. თუმცა, თავდაპირველი ტენდერი შეწყდა და 2023 წლის ოქტომბერში ის შემცირებული სავარაუდო ღირებულებით (7.3 მლნ ლარი) გამოცხადდა. ტენდერი 2024 წლის იანვარში დასრულდა და მასში საერთაშორისო საინჟინრო კომპანია SMEC-მა გაიმარჯვა კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტის ღირებულება 5.2 მილიონ ლარს შეადგენს.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კონტრაქტორმა გზის ტექნიკური დასაბუთების დოკუმენტი და საინჟინრო გეგმები 22 თვის ვადაში უნდა მოამზადოს.

ხელშეკრულების საინჟინრო დავალებაში აღნიშნულია, რომ ამ გზის ტექნიკური გამტარიანობა დღე-ღამეში 40,000 ავტომობილს შეადგენს, თუმცა უკვე 2022 წლის ზაფხულში ის 72,000 ავტომობილს ატარებდა. რაც გზის ტექნიკურ გამტარიანობას მნიშვნელოვნად აჭარბებდა.

ხელშეკრულებაში ასევე ნათქვამია, რომ სატენდერო მონაკვეთი ემთხვევა თბილისის შემოვლითი მაგისტრალის სათავე ნაწილს, შესაბამისად, შემოვლით მაგისტრალზე მომუშავე ტექნიკური ჯგუფი ვალდებული იქნება SMEC-ს შესაბამისი ნახაზები და გეგმები გაუზიაროს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები