მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისმა მოსკოვს ჰაკერი გადასცა

5db1922c9a3e8
მიხეილ ხაჩიძე
24.10.19 15:57
1112

ოფიციალურმა თბილისმა მოსკოვს ჰაკერი იაროსლავ სუმბაევი გადასცა. როგორც რუსული მედია იუწყება, ექსტრადიციის პროცედურა უკვე დასრულებულია.

 

აღსანიშნავია, რომ მაისში, თბილისის საქალაქო სასამართლომ  სუმბაევის ექსტრადიციის საკითხი დაშვებულად სცნო. ჰაკერი თბილისში 2018 წლის ნოემბერში იარაღის უკანონო შენახვის,  ყალბი დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ბრალდებით დააკვეს. მოგვიანებით, ბრალდება მას მოეხნსა, თუმცა დამატებითი შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ იგი რუსეთის ხელისუფლების მოთხოვნით ინტერპოლის მიერ იძებნებოდა.

სუმბაევი გამომძიებელ ევგენი შიშკინის მკვლელობის საქმეზეა ბრალდებული. ინტერპოლის ცნობით, იგი და რუსეთის ფედერაციის კიდევ 28 მოქალაქე რუსული რკინიგზისა და S7 Airlines– ისთვის, ფიქტიურ ბილეთებს ამზადებდბენ და ყიდდნენ, რითიც მათ 17 მილიონი რუბლი გამოიმუშავეს.

შემთხვევები 2013-2014 წლებში მოხდა. ამ საქმეს, ისევე როგორც ბევრ სხვა რეზონანსულ შემთხვევას, გამომძიებელი შიშკინმა იძიებდა, რომელიც 2018 წლის 10 ოქტომბერს მოსკოვის რაიონის სოფელ არხანგელსკოიეში მოკლეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები