მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში 2023 წელს ელექტროენერგიის მოხმარება 6%-ით გაიზარდა - "თელასი"

ენერგო პრო თელასი ელექტროენერგია დენი ნათურა სინათლე შუქი

თბილისის აბონენტებმა 2023 წლის განმავლობაში 3,464 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარეს - ამის შესახებ "თელასის" მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა. კომპანიამ გასულ წელს ელექტროენერგიის მიწოდება 6.1%-ით გაზარდა.

ანგარიშის მიხედვით 3.5%-ით არის გაზრდილი კომპანიის აბონენტების რაოდენობაც და მან 2023 წლის დეკემბერში 750.9 ათასს მიაღწია, საიდანაც 673,2 ათასი - ფიზიკური პირია, ხოლო 77,7 ათასი – იურიდიული პირი.

2023 წლის მონაცემებით კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძემ 6 854 კმ შეადგინა, რაც 2,9%-ით (193 კმ-ით) აღემატება 2022 წლის მაჩვენებელს (6 661 კმ). კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე ქსელის განვითარების, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზების სამუშაოების ჩატარების შედეგად გაიზარდა.

"საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში 2023 წელს შესრულდა სარეაბილიტაციო სამუშაოები ქვესადგურზე „სანაპირო“, რომელიც საბურთალოს რაიონის ელექტრომომარაგებას უზრუნველყოფს. რეაბილიტაცია ჩაუტარდა ცენტრალურ გამანაწილებელ პუნქტს-5060 (ვაზისუბნის დასახლება) და ცენტრალურ გამანაწილებელ პუნქტს-5036 (პირველი კლინიკური საავადმყოფო). ასევე დასრულდა საჰაერო გადამცემი ხაზი „ხევძმარა-1“-ის სრული რეკონსტრუქცია და ქვესადგურები „მთაწმინდა“-ს, „მახათა“-ს, „ნავთლუღი-2“-ს და „ლილო-3“-ს ნაწილობრივი რეაბილიტაცია. აღნიშნული პროექტების მიზანია თბილისის ენერგომომარაგების ეფექტიანობისა და საიმედოობის ამაღლება, სიმძლავრეების გაზრდა ქალაქის ელექტროქსელის შემდგომი განვითარებისთვის,"- ნათქვამია თელასის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები