"ოცნების" მთავრობის 2025 წლის 28 ოქტომბრის განკარგულების თანახმად, შპს სპორტულ კლუბ „იბერია 1999“-ს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება აღნაგობის უფლებით, 20 წლით გადაეცა.
დოკუმენტში წერია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება „სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“ შესაბამისად არის მიღებული.
სპორტულ კლუბ „იბერია 1999"-ს 1 ლარად გადაეცემა:
- ქალაქ თბილისში, დიღმის სასწავლო-საცდელ მეურნეობაში მდებარე 52,093 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
- მიწის ნაკვეთზე განთავსებული №01 და №02 შენობა-ნაგებობები.
- უძრავი ქონების საკადასტრო კოდია: №01.72.14.035.008.
გადასახდელი თანხა შემდეგია:
- პირველი 10 წლის განმავლობაში - 1 (ერთი) ლარი, რომელიც უნდა გადაიხადოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 თვის ვადაში.
- მეთერთმეტე და შემდგომ წლებში - სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ დადგენილი საბაზრო ღირებულება, ყოველწლიურად.
საინვესტიციო ვალდებულება: კლუბმა პირადად ან მესამე პირის მეშვეობით არანაკლებ 2,000,000 (ორი მილიონი) ლარის ოდენობის ინვესტიცია (დღგ-ის გარეშე) უნდა განახორციელოს.
„იბერია 1999“ ვალდებულია, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 48 თვის (4 წლის) ვადაში უძრავ ქონებაზე შექმნას და ფუნქციონირება დაიწყოს სპორტულმა ინფრასტრუქტურამ, რომელიც მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება):
- არანაკლებ 2 ერთეული სპორტული მოედანი (თითოეულის პარამეტრები: სიგრძე არანაკლებ 100 მ-ისა, სიგანე არანაკლებ 60 მ-ისა).
- არანაკლებ 120 ადამიანზე გათვლილი გასახდელები და საშხაპეები.
- არანაკლებ 1000 ადამიანის ტევადობის ტრიბუნა/ტრიბუნები.
- სამედიცინო, მსაჯებისა და სპორტსმენების საცხოვრებელი ოთახები.
- სამწვრთნელო და საკონფერენციო სივრცეები/დარბაზები.
საბანკო გარანტია: ხელშეკრულების გაფორმებამდე სპორტულმა კლუბმა „იბერია 1999“-მ ინვესტიციის არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია უნდა წარედგინოს.
სპორტულ კლუბს შპს იბერია ინვესტი 2024 ფლობს, რომლის წილებიც ასე ნაწილდება: ეკატერინე ინასარიძე - 50%, დავით ხეჩიკაშვილი - 20, გიორგი ხეჩიკაშვილი - 10, თამარ ხეჩიკაშვილი - 10, რუსუდან ხეჩიკაშვილი - 10.




























