მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში, ბინებზე ყველაზე დიდ მოთხოვნას საქართველოს მოქალაქეები ქმნიან - Galt & Taggart

ბინები

თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე ყველაზე დიდ მოთხოვნას საქართველოს მოქალაქეები ქმნიან - ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიერ გამოქვეყნებულ დედაქალაქის უძრავი ქონების ბაზრის პირველი კვარტლის მიმოხილვაშია აღნიშნული.

დოკუმენტის მიხედვით, იანვარ-მარტის განმავლობაში ჟამში 9 500 ბინა გაიყიდა. აქედან ყველაზე დიდი რაოდენობა 4 600 ბინა პირველად ბინებზე მოდიოდა, ახალ მეორად პროექტებზე 2 200 ბინა, ხოლო მეორად ძველ ბინებზე 2 700 ბინა. პირველი კვარტლის განმავლობაში ბაზრის ჯამური ზომა 717 მლნ დოლარამდე გაიზარდა.

მიმოხილვის ავტორები აღნიშნავენ, რომ 2024 წლის აპრილში Galt & Taggart-მა თბილისის 14 სისტემური დეველოპერის გამოკითხვა ჩაატარა, რაც 68 მიმდინარე სამშენებლო პროექტს მოიცავდა.

„მიღებული შედეგების მიხედვით, 2024 წლის პირველ კვარტალში გამოკითხული დეველოპერების მიერ გაყიდული ბინების ჯამური რაოდენობა წლიურად მცირედით 2.7%-ით შემცირდა, რაც ნაწილობრივ გასაყიდად დარჩენილი ბინების შემცირებულ რაოდენობას ასახავს.

თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე ყველაზე დიდ მოთხოვნას საქართველოს მოქალაქეები ქმნიან, რაც მთლიანი გაყიდვების 85%-ს შეადგენს. ამასთან, რუსეთისა და ისრაელის მოქალაქეებს თითოეულს 4%-იანი წილი უჭირავს ჯამურ გაყიდვებში.

გასაყიდი ბინების ანალიზის საფუძველზე ბაზარზე ძლიერი მოთხოვნა ნარჩუნდება. 2023-24 წლებში დაწყებული პროექტების თითქმის ნახევარი უკვე სრულიად გაყიდულია. გარდა ამისა, პროექტებში რომლებიც მიმდინარე წელს სრულდება, ბინების მხოლოდ 18% არის გასაყიდად ხელმისაწვდომი“, - აღნიშნულია Galt & Taggart-ის მიმოხილვაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები