TBC Capital-ის ინფორმაციით, ნოემბერში თბილისში გასაქირავებელი ბინის ფასი წლიურად 116%-ით გაიზარდა და კვადრატული ფართის საშუალო ფასმა 11.6 დოლარი შეადგინა. გასაქირავებელი ბინის ფასი წინა თვესთან შედარებითაც გაზრდილია 3.3%-ით.
რაც შეეხება გასაყიდი უძრავი ქონების ფასს, ეს მაჩვენებელი წლიურად 23%-ით არის გაზრდილი და კვადრატულზე საშუალო 1015 დოლარს შეადგენს. თბილისში გასაყიდი ბინის ფასი წინა თვესთან შედარებით 2%-ით არის შემცირებული.
TBC Capital-ის თანახმად, თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე მიგრანტების გავლენა კლავ ნარჩუნდება. ამასთან, მიმდინარე წლის 11 თვეში რუსეთის, ბელარუსისა და უკრაინის მოქალაქეების მიერ თბილისში შეძენილი უძრავი ქონების რაოდენობა გაორმაგდა გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
2022 წლის ნოემბერში ახლად აშენებულ საცხოვრებელ სახლებში 777 გაიყიდა, რაც წლიურად 20.5%-ით არის გაზრდილი. ძველ საცხოვრებელ სახლებში გასაყიდი ქონების წლიური ზრდა უფრო მცირე, 10.6% იყო. ჯამში 2022 წლის ნოემბერში 3 853 საცხოვრებელი უძრავი ქონება გაიყიდა, რაც 12%-ით მეტია გასული წლის შესაბამის პერიოდზე.