თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მთავარი სამმართველოს უფროსის, ლევან მუსელიანის განცხადებით, დადიანის ქუჩაზე სპორტულ კომპლექსში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
მისი თქმით, ცეცხლი შენობის მეორე, მესამე სართულებზე გაჩნდა. ლევან მუსელიანის განცხადებით ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
" ამჟამად ხანძარი ლიკვიდირებულია, მიმდინარეობს მხრჩოვანი კერების დამუშავება. ხანძარი გავრცელებული იყო სპორტული კომპლექსის მეორე-მესამე სართულებზე და ასევე სასხვენო გადახურვაზე, დამწვარია სპორტული მეორადი ინვენტარი. სასხვენო გადახურვაში ხანძარი გავრცელებული იყო სასხვენო გადახურვის ხის მასალაზე. ხანძრის გამომწვევი მიზეზების შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს, ამას შესაბამისი მოკვლევა სჭირდება. რაც შეეხება დაშავებულებს, დაშავებულების შესახებ, ამ ეტაპზე, ინფორმაცია არ შემოსულა”, - აღნიშნა მუსელიანმა.