მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში გაცემული ნებართვების საცხოვრებელი ფართობი მცირდება - როგორ ნაწილდება უბნების მიხედვით?

მშენებლობა

ზედიზედ მე-6 თვეა, თბილისში გაცემული ნებართვების საცხოვრებელი ფართობი წლიურად მცირდება,- ამის შესახებ Galt & Taggart-ის საცხოვრებელი უძრავი ქონების მიმოხილვაშია აღნიშნული.

ჯამურად, 2026 წლის პირველ კვარტალში გაცემული ნებართვების მოცულობა წლიურად 29.9%-ით შემცირდა. ამ პერიოდში ნებართვა 35 პროექტზე გაიცა/239 ათას კვ.მ ფართობზე, მაშინ, როდესაც 2025 წლის პირველ კვარტალში გაცემული იყო 42 პროექტზე/341 ათას კვ.მ ფართობზე.

2026 წლის მარტში ნებართვა გაიცა 17 საცხოვრებელ პროექტზე, რომელთა ჯამურმა საცხოვრებელმა ფართმა 150,241 კვ.მ შეადგინა (-6.7% წ/წ).

"აღსანიშნავია, რომ გაცემული ნებართვების საცხოვრებელი ფართი ზედიზედ მეექვსე თვეა წლიურად მცირდება, რაც წინა წლებში მკვეთრად გაზრდილი მიწოდების დასტაბილურების ნიშანია",- აღნიშნულია კვლევაში.

უბნებიდან ნებართვების მიხედვით ლიდერობს კრწანისი, დიდი დიღმი და სამგორი.

თბილისში საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე გაცემული სამშენებლო ნებართვების ფართობი უბნების მიხედვით (ათასი კვ.მ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები