2026 წლის 30 აპრილს თბილისში ჯაზის საერთაშორისო დღე აღინიშნება. მთავრობამ თბილისის მერიის საკონცერტო ორკესტრ „ბიგ-ბენდს“ უფლება მისცა 22 300 დოლარის შესყიდვა გამარტივებული საშუალებით განახორციელოს. ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი შესაბამისი განკარგულება 2 აპრილით თარიღდება.
ღონისძიებისთვის, რომელიც ყოველწლიურად აღინიშნება, “ბიგ-ბენდმა” წელს ჯაზის შემსრულებლები მელვინ ტრევისი და კენი ვოშინგტონი უნდა ჩაიყვანონ. მაყურებლის წინაშე „ბიგ-ბენდი“ სწორედ ამ ვოკალისტებთან ერთად უნდა წარდგებიან.
„2026 წლის 30 აპრილს ჯაზის საერთაშორისო დღის აღსანიშნად დაგეგნილი ღონისძიებებისათვის საჭირო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, 22 300 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ფარგლებში, გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ოფიციალურად დადგენილი კურსის შესაბამისად ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ - თბილისის მერიის საკონცერტო ორკესტრ „ბიგ-ბენდისთვის“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან და ამავე არასამეწარმეო იურიდიული პირისთვის ნებადართული, კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემოსავლებიდან“, - წერია განკარგულება.
აღსანიშნია, რომ 2025 წელს თბილისში ჯაზის საერთაშორისო დღის აღსანიშნად ჯეისონ ისააკსის (ვოკალისტი), სიბელ კოსის (ვოკალისტი)და ჟან ლუ ლონიონის (მესაყვირე) ჰონორარებზე 18,400 დოლარი დაიხარჯა. შესყიდვა მაშინაც გამარტივებული წესით მოხდა.




























