2022 წლის მეოთხე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 5.5%-ით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 14.3% შეადგინა.
საქსტატის მეთოდოლოგიით, RPPI-ის დაფარვა შემოიფარგლება თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.
გასული წლის მეოთხე კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა, როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (3.8%), ისე კერძო სახლების სეგმენტში (8.9%). რაც შეეხება წლიურ ზრდას, [2021 წლის მეოთხე კვარტალი] ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში - ბინებზე 12.5 პროცენტით, ხოლო კერძო სახლებზე 18.0 პროცენტით.
ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე წარმოდგენილია 2022 წლის მეოთხე კვარტალში ახალაშენებული (დასრულებული) საცხოვრებლების სეგმენტში 1მ2 -ის მედიანური ღირებულება, თბილისის უბნების მიხედვით: