მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისში კრიპტოვალუტის აპარატში ყალბი ბლანკების მოთავსების გამო ორი პირი დააკავეს

ფული

თბილისში კრიპტოვალუტის ჩასარიცხი აპარატის მეშვეობით თაღლითობისა და კომპანიისთვის 8 000 ლარის ზიანის მიყენების ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი პირი დააკავა.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა წინასწარ შემუშავებული სქემის მიხედვით, აპარატში ნაღდი ფულის ნაცვლად ყალბი ბლანკები მოათავსეს. მოწყობილობამ აღნიშნული ბლანკები ფულად თანხად აღიქვა, რის შედეგადაც პირებმა დიდი ოდენობით მატერიალური სარგებელი მიიღეს.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა 2001 წელს დაბადებული ლ.ძ. და 1993 წელს დაბადებული დ.ბ. ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, კრიპტოვალუტის ჩასარიცხი აპარატის მფლობელ კომპანიას, საერთო ჯამში, 8 000 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობას გულისხმობს. დანაშაული სასჯელის სახით 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები